ACAG-ის პოსტერების კიდევ ერთი კონკურსი დასრულდა, ცნობილია გამარჯვებული სააგენტოებიც. მათ უნდა შეექმნათ ნამუშევრები, რომლებიც მაყურებელს მიაწვდის ინფორმაციას, რომ საიტები, სადაც მოპარულ ფილმებსა და სერიალებს უყურებენ, არალეგალურია. ასეთი ვებგვერდების მოხმარებით კი, თავადაც დანაშაულის თანამონაწილენი ხდებიან. ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, დიდ ზიანს აყენებს მედია-კინო-ინტერნეტ ინდუსტრიას და იქ დასაქმებულ ადამიანებს. სააგენტოებს შეეძლოთ, თავად შეერჩიათ მთავარი გზავნილი, თუმცა, მას უნდა ჰქონოდა შინაარსი, რომ „გასართობი კონტენტი გართობით არ იქმნება“. კონკურსი „საქართველოს ანტი-მეკობრული ცენტრისა“ და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით ჩატარდა.
სააგენტო Windfor’s – I ადგილი, სააგენტო Leavingstone – II ადგილი, სააგენტო Quick – III ადგილი – ამ შედეგებით დასრულდა პოსტერების ეს კონკურსი.